Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 19-21 ოქტომბერს.

კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური,  კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე, ამიტომ სამეცნიერო ფორუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

 

  • იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
  • კავკასიის ანთროპოლოგია;
  • კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
  • ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
  • კავკასიის პალეოგრაფია;
  • ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
  • ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
  • კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
  • კულტურის ისტორია;
  • კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
  • კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.

 

ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.

ლიცენზირებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: ვინაიდან იმუშავებს სტუდენტთა სპეციალური სექცია, გთხოვთ, გააცნოთ საინფორმაციო წერილი სტუდენტებს (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი), რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წარდგნენ კონგრესის წინაშე მომხსენებელთა სტატუსით.

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

მასალები მიიღება 2026 წლის 30 ივნისამდე.

 

ტექნიკური მოთხოვნები:

  • ფაილის რედაქტორი — MS Word;
  • ფაილის სათაურის ფორმატი — გვარი_სახელი.doc(x)
  • გვერდის ზომა — A4;
  • შრიფტი ძირითადი ტექსტისათვის — Sylfaen
  • შრიფტის ზომა — 11, ხაზებს შორის ინტერვალი — 1.15;
  • შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის — ICL_Symbol (ისეთი სიმბოლოებისთვის, რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ შრიფტში, გთხოვთ გამოიყენოთ TITUS Bitstream Unicode ან გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ შერჩეული შრიფტის TrueType ან OpenType ფორმატის ფაილი);
  • ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა.

მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე: congress.caucasology@tsu.ge

სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/1NhNW4hLPLGNBVun8

კონგრესის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული.

 

აუცილებელი განმარტება: ავტორი, რომელიც არ წარმოადგენს მოხსენებას/პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ფორმატით, ვერ მიიღებს მონაწილის სერთიფიკატს და, შესაბამისად, მასალებიც არ გამოქვეყნდება.

 

პატივისცემით

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 26/11/2025